მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს – აშშ-ის სავიზო შეზღუდვებს სოციალურ ქსელში მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს, სოციალურ ქსელში, მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან.
“კანონისთვის ხმის მიცემის გამო პარლამენტარის დასანქცირება არ გამოვიდოდა და:
დემოკრატიის უგულებელყოფა; შეკრების თავისუფლების დარღვევა; სამოქალაქო სექტორზე თავდასხმა; დეზინფორმაცია და რიტორიკა. ეს საფუძვლები მოიშველია მეთიუ მილერმა. რომ ვუსმენდი, მეგონა 2003-2012 წლებზე საუბრობდა… ყველაფერი კიდევ უფრო გასაგები გახდა”, – წერს გიორგი ჩაკვეტაძე.
“მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს “სანქცია”, მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და “ქართული ოცნების” ყველა დეპუტატიც. მართალ საქმეს სანქცია ვერ შეაჩერებს! “, – ვკითხულობთ ს პოსტში.
სანქციების საკითხს ეხმაურება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეც.
“ამ წუთამდე გაურკვეველი მანიპულაციები სანქციებით, აი, ასეთ მესიჯებსა და ხალხს ასაზრდოებს”, – წერს სოციალურ ქსელში მაკა ბოჭორიშვილი და, პოსტთან ერთად, მისთვის მიწერილი შეურაცხმყოფელი შინაარსის შეტყობინებების ფოტოსაც აქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს