მანიპულაციას აქვს ადგილი, რომელიც არის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი – ენმ-ის წევრი მამუკა გამყრელიძის განცხადებაზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო და აღნიშნა. ფავლენიშვილის თქმით, მისი სიტყვები უპასუხისმგებლო და დამაზიანებელია.
“უშუალოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მსგავსი ტიპის ბრალდება არ გაჟღერებულა. ზოგადად, ეს ადამიანები უპასუხისმგებლოდ სპეკულირებენ, იმიტომ, რომ არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია და კონკრეტულად ვერაფერს ამბობენ. მანიპულაციას აქვს ადგილი, რომელიც არის უპასუხისმგებლო და დამაზიანებელი. კარგად ვხედავდით, ვინ არ ასრულებდა რეკომენდაციებს”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, აღიარებს, რომ ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივანი გვარებს არ ასახელებს, თუმცა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ღიად ამბობს, რომ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები დასავლელ პარტნიორებთან ამ შინაარსის მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარიას ეტყობა მარტო რუბლი მოსწონს, მაგრამ დანარჩენი რუსული არაფერი არ მოსწონს – ის პირდაპირ ფინანსდება ოკუპანტი ქვეყნისგან და მისი მხრიდან დემაგოგია, რომ რაღაც არის რუსული, რაღაც არ არის რუსული, ღიმილისმომგვრელია