მამუკა ხაზარაძე: MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!

“MEGOBARI Act, რეალურად ქართველი ხალხის პასუხია, ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც რუსულმა ოცნებამ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!
კი, “ქართული ოცნება” ნამდვილად იქცა “ქართულ კოშმარად” როცა:
– ღირსება აყარა სასამართლოს;
– მოკლა ინსტიტუციები;
– ფიზიკურად იძალადა ხალხზე;
– დაუპირისპირდა სამოქალაქო საზოგადოებას;
– დაარღვია კონსტიტუცია და უარი თქვა ევროპულ კურსზე;
– დაგვიკარგა ეკონომიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რასაც ანაკლიის პორტი გვაძლევდა.
დღეს უკვე ცხადია, რომ ყველა ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა დადგება და MEGOBARI Act სწორედ ამის წინაპირობაა!
გზავნილი მიღებულია – ნამდვილი მეგობრები მათ გვერდით დგანან, ვინც თავისუფლებისა და ღირსებისთვის იბრძვის და არა მათთან, ვინც შიშითა და რეპრესიებით ებღაუჭება ძალაუფლებას!” – წერს სოციალურ ქსელში.