მამუკა ხაზარაძე, რომელიც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს, პროკურატურაში მისვლას გეგმავს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ის აპირებს, რომ პროკურატურაში მივიდეს და არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები წარადგინოს.
„დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით და ვნახავ ბიძინას მორჩილი პროკურატურა როგორ მოიქცევა. ყველგან გავიმარჯვებთ!!“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია