მამუკა ხაზარაძე: ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა. მადლობა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მართლაც თავდადებულ და მაგარ თამაშს ვუყურეთ. ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა – ასე აფასებს “ლელოს” ლიდერი საქართველო-ჩეხეთის მატჩს.
“საქართველოს ეროვნული ნაკრების მართლაც თავდადებულ და მაგარ თამაშს ვუყურეთ. ეს იყო თავისუფალ ქვეყანაში დაბადებული თაობის ამაყი ბრძოლა.
მადლობა ნაკრების თითოეულ მოთამაშეს✌️ მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაში ყველა შეფასებას სცდება.
წინ პორტუგალიაა, ამ თამი უნდა გავიმარჯვოთ! დარწმუნებული ვარ, ბიჭები თავს არ დაზოგავენ და გაიმარჯვებენ, რაც დიდი ნაბიჯი იქნება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
ერთი კი უნდა ითქვას, ბუდუ დაგვაკლდა”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე