მამუკა ხაზარაძე გორში მეწარმე ქალებს შეხვდა

პარტია „ლელოს“ კამპანია რეგიონული შეხვედრები გრძელდება. დღეს პარტია „ლელოს“ ლიდერი, „ლელოს” გორის ოფისში მეწარმე ქალებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
„ყოფით და სოციალურ პრობლემებთან ერთად, მთავარი წუხილი, რაც შეხვედრაზე გამოითქვა, არის რუსული ხელისუფლება, რომელიც მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მათ საქმიანობას, განვითარებას და ზოგადად, დასავლური კურსის ცვლილების გამო, ქვეყანას ს სივრცეში მოაქცევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ „ლელოს“ გორის ოფისის ხელმძღვანელი, გელა შარვაშიძე, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების კოორდინატორი, ვეფხია კასრაძე, შიდა ქართლში „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, მაკა კოჭლამაზაშვილი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე