მამუკა ხაზარაძე: ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების

“ბიძინას ეშინია უანგარო ქველმოქმედების – მას ეშინია ამ სიკეთის მკეთებელი, შემომწირველი, გულწრფელი ხალხის სიმრავლის. ეშინია, რომ საზოგადოება საბოლოოდ გაერკვეს, რა არის ნამდვილი სიქველე და რა არის ადამიანის სულის ყიდვა, როცა მას უჭირს და მერე ამ “სიკეთის” მუდმივად შეხსენება.
ფონდების დახურვის მთავარი მიზეზი ეს არის – ივანიშვილი მიხვდა, რომ ფულის სიდიდე კი არ არის ქველმოქმედება, არამედ იმ რამოდენიმე ლარის ჩარიცხვა ფონდში, როცა ადამიანებს ჯანმრთელობის, ან სტიქიის გამო შექმნილი პრობლემები აქვთ.
ახალი ფონდები გაიხსნება, უფრო მეტი ადამიანი გაიღებს მოყვასისთვის უანგარო დახმარებას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა!
პ.ს. ბიძინა ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის. ქველმოქმედს ირქმევდე და სხვა საქველმოქმედო ფონდებს ხურავდე – არმოსული ამბავია!” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ – „ნაცი” გემბანიდან გაპარული ვირთხაა, ყველა ერთია, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული

ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…