მამუკა ხაზარაძე – არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად – საქართველო საქართველოა და არა – რუსეთი!

არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად – მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა – ! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, 26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში.
„არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად.
მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა – რუსეთი!
ჩვენ ჩვენი კანონები გვჭირდება – დემოკრატიული, სამართლიანი, განვითარებაზე და პროგრესზე ორიენტირებული და არა ისეთი, როგორც ეს რუსული კანონი – უკან, ჭაობში რომ გვაბრუნებს, ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, კლავს ინიციატივას და გარე სამყაროსთან კავშირს!
რუსეთის აგენტები დღეს მთავრობაში გვყავს – მეტი ლუსტრაცია მათ აღარ სჭირდებათ – ხალხმა უკვე იცის სიმართლე!
26 ოქტომბერს ქართველი ერი გამოუტანს მათ პოლიტიკურ განაჩენს და ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს რუსულ ძალას საქართველოში!
მომავალი ჩვენს ხელშია! გამარჯვება ახლოსაა!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – 1-ელი აგვისტო ყველას თავის ნამდვილ და სამუდამო სახელს დაარქმევს – ჩვენ, ვინც მზია ამაღლობელის მხარეზე ვართ, სამართლისთვის ვიბრძვით – ამაყნი ვართ, ასეთი ძლიერი და მართალი ქალის გვერდში რომ ვართ

მამუკა ხაზარაძე ანდრო ჭიჭინაძესა და ვეფხია კასრაძეს – ანდრო, ეს ბრძოლაა, რომელსაც შენნაირ კაცებთან ერთად ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მოიგებს! – ვეფხო, თავისუფლება ლომთა ხვედრია, ეს შენ არაერთხელ დაგიმტკიცებია სამშობლოსთვის ბრძოლაში