მამუკა გამყრელიძე ლაპარაკობს სისულელეს, არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას – პაატა მანჯგალაძე

პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, მის განცხადებებს სისულელეს და ბოდვას უწოდებს. მისივე თქმით, ოპოზიცია ბრიუსელში ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებაზე ზრუნავდა.
ლაპარაკობს სისულელეს. არ ვაპირებ სისულელეზე თავის მართლებას. სისულელეა, ბოდვაა, დადასტურდა, რომ ასე არ არის. ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და თქვა, რომ არ შეხვედრია პოლიტიკოსი ოპოზიციიდან, რომელიც ამას ამბობდა. გამყრელიძე რას აკეთებს და რა აქტივობა აქვს ისეთი, რომ კომენტარები გავაკეთო, არ ვიცი… მე არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე მაინტერესებს, როგორ ვასრულებთ 9 პირობას.
ბრიუსელში დეტალურად ვსაუბრობდით იმაზე, თუ ქვეყანას როგორ უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, ჩვენ სხვა მიზანი არ გვაქვს,” – განახადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა