მამუკას და ბადრის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება – დავით ბეჟუაშვილი (BMG)

მამუკას და ბადრის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება – დავით ბეჟუაშვილი (BMG)
ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის (GIG) მფლობელის, ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილის აზრით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება.
ასე უპასუხა ბიზნესმენმა ამ თემაზე BMG-ის კითხვას მას შემდეგ, რაც (GIG) მფლობელს ში განხორციელებული ინვესტიციის თემაზე ვესაუბრეთ.
„მამუკასთან და ბადრისთან ვმეგობრობ უკვე რამდენიმე ათეული წელია და ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს-ურთიერთობები. ამიტომ ბუნებრივია, ჩემთვისაც, პიროვნულად და ზოგადადაც, ძალიან გულდასაწყვეტია მათი დაკავების ფაქტი. მე ასე ვხედავ, რომ ეს მათი პოლიტიკური პოზიციის და პრინციპულობის შედეგია, თუმცა მგონია, რომ როდესაც არსებობს შესაძლებლობა, სასამართლომ გამოიყენოს უფრო მსუბუქი ღონისძიება, მაგალითად, ჯარიმა, მამუკას და ბადრის შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო გამოყენებული“, – ამბობს ბიზნესმენი.
ამასთან, დავით ბეჟუაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მსგავსი ფაქტების მიმართ ბიზნესგარემო ძალიან სენსიტიურია.
„როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ ასეთ ფაქტს, მით უმეტეს როდესაც მამუკაც და ბადრიც, არ ვაჭარბებ მსოფლიო მასშტაბით არიან ცნობილი და უამრავ უცხოურ კომპანიასთან ერთად, ძალიან ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, მათი დაკავება, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზეც და ეკონომიკაზეც; იქ უკვე გარჩევა აღარაა, რა გადაცდომა იყო ჩადენილი. თვითონ ფაქტი უკვე დამაზიანებელია“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
bm.ge