მასპინძლები ლოპესმა დააწინაურა, ანგარიში კი სტუმრებმა მამარდაშვილის შეცდომის შედეგად გაათანაბრეს. მეორე ტაიმში „ღამურებმა“ მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს და სადიკმა ჰეინის კარი დალაშქრა. „ვალიადოლიდს“ თანაფარდობის აღდგენის საშუალება მიეცა, მაგრამ ახლო მანძილიდან ლატასას თავით დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, საერთოდაც ქართველი უკვე დამაჯერებელი იყო და „ვალენსიამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
გიორგის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 6.6, flashscore 6.4, whoscored 6.0.
„ვალენსია“ 27 ქულით მე-16 ადგილზეა და 16 მარტს სტუმრად „ჟირონას“ შეხვდება.
ვალენსია – ვალიადოლიდი 2:1
გოლები: 1:0 ლოპესი (7), 1:1 ლატასა (40), 2:1 სადიკი (58)
