მალხაზ ასათიანი: ვისურვებდი, რუსი სპორტსმენები საერთაშორისო არენაზე დაბრუნდნენ

მოს­კო­ვის “ლო­კო­მო­ტი­ვი­სა” და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა მალ­ხაზ ასა­თი­ან­მა matchtv-სთან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ისა­უბ­რა.

– ახლა რუ­სულ ფეხ­ბურთს თვალს ადევ­ნებთ?

– რუ­სე­თის კლუ­ბე­ბის მატ­ჩებს იქამ­დე ვუ­ყუ­რებ­დი, ვიდ­რე ევ­რო­ტურ­ნი­რე­ბი­დან არ მოკ­ვე­თეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე მოხ­და. ამი­ტომ ამ­ჟა­მად რუ­სულ ფეხ­ბურთს თვალს ნაკ­ლე­ბად ვა­დევ­ნებ.

ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ლუკა გაგ­ნი­ძე “დი­ნა­მო­ში” თა­მა­შობს. ის, ისე­ვე, რო­გორც მე, ქუ­თა­ი­სე­ლია. ერთი რა­ი­ო­ნი­დან ვართ. ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ მის ოჯახს, თა­ვად ლუკა ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს. გან­ვიც­დით და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ მას.

ცუ­დია, რომ რუ­სულ კლუ­ბებს ევ­რო­პა­ში ას­პა­რე­ზო­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. მი­მაჩ­ნია, რომ სპორ­ტში პო­ლი­ტი­კის ჩა­რე­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი არაა. აქამ­დე მრა­ვა­ლი ქვე­ყა­ნა იყო ჩარ­თუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში, მაგ­რამ იმა­ვე ამე­რი­კელ სპორ­ტსმე­ნებს არა­სო­დეს არ უკ­რძა­ლავ­დნენ სა­ერ­თა­სო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს ხომ სპორ­ტია – ის ისე­თი­ვეა, რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, შე­უძ­ლია ქვეყ­ნე­ბი და ხალ­ხი და­ა­ახ­ლო­ოს და შე­ა­რი­გოს. ეს მშვი­დო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

– ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მი­მართ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა?

– რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის ხან­გრძლი­ვი ის­ტო­რია აქვთ. ხალ­ხს შე­იძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მთავ­რო­ბე­ბის მი­მართ პრე­ტენ­ზი­ე­ბი ჰქონ­დეს, თუმ­ცა არა – ერ­თმა­ნე­თი­სად­მი. ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს მუ­სი­კა, რწმე­ნა, ხე­ლოვ­ნე­ბა, მე­გობ­რე­ბი. ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პო­ლი­ტი­კამ მე­ო­რე პლან­ზე უნდა გა­და­ი­წი­ოს, ისე­ვე, რო­გორც სპორ­ტში…ინ­ტერ­ვიუ წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად sportall.ge

ასევე დაგაინტერესებთ

დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით