რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა ფორმულასთან ინტერვიუში სანქციებზე ისაუბრა და ამ საკითხზე ქართული ოცნების მაღალჩინოსნების რიტორიკა შეაფასა.
ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს, როდესაც გაიგეს, რომ სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებოდათ.
მაკფოლის თქმით, თუ დეპუტატებს სურთ, შეუძლიათ რუსეთში, ბელარუსში იმოგზაურონ, ირანში გაუშვან შვილები სასწავლებლად – თუ არ სურთ, მაშინ გაიწვიონ კანონი, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას. ის ამბობს, რომ “ირონიულია”, როცა პარლამენტის წევრები, რომლებმაც არადემოკრატიულ კანონს მისცეს ხმა, დემოკრატიულ წესებზე ჩივიან.