მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია – ირაკლი კობახიძე

მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მაკკეინის ინსტიტუტის“ განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების“ ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება“, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის“ და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს საწადელს.
„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გავლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მალე, ხუთ დღეში ძალიან მარტივად შეძლო ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა არათუ მსხვერპლის გარეშე, არამედ რაიმე განსაკუთრებული გართულების გარეშე. მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მივმართავთ ხელისუფლებას, ჯერ კარგად გაარკვიოს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა და შემდეგ აწარმოოს შესაბამისი საგარეო პოლიტიკა – ამისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება, თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება

ევროკავშირის დღევანდელი ჩინოვნიკები ამბობენ, რომ თუ საქართველოში არ დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა და რევოლუციების მოსაწყობად არ აღდგება შავი ფულის შემოდინება, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ ვერ წავა

აბსოლუტური ბლეფია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და თავადვე უნდა ვთქვათ უარი ისეთ ნაბიჯზე, რომელიც საქართველოს უმძიმეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სულიერ კრიზისში შეიყვანს