მაია ორჯონიკიძე: ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას ბოლო 34 წლის მანძილზე დაემართა, არის ე. წ. ელიტების ბრალი და ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ელიტა

მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე:

ყველაფერი, რაც ამ ქვეყანას ბოლო 34 წლის მანძილზე დაემართა, არის ე. წ. ელიტების ბრალი და ეს არაა მხოლოდ პოლიტიკური ელიტა. უბრალოდ სახეები იცვლებოდნენ, სხვა არაფერი. უკლებლივ ყველა ეპოქას ეხება.

შინგამომცხვარი, თვითმარქვია ელიტების დრო უნდა დასრულდეს-ნამდვილ ელიტას გაზრდა სჭირდება და რადგან ასეთი ელიტა 100-ზე მეტი წლის წინ რუსებმა და პროტო-ქოცებმა გაგვინადგურეს-უამრავი შემთხვევითი, ძალაუფლებას და კომფორტს დახარბებული ხალხი მიაწყდა ხელისუფლების სადავეებს 1991 წლიდან. ამიტომ გვაქვს ასეთი მწვავე დეფიციტი არა მხოლოდ თავისი საქმის პროფესიონალებში, არამედ ზნეობრივი ღერძის მქონე პიროვნებებში, რომლებიც არასოდეს დაახურდავებენ საკუთარ რეპუტაციას მატერიალურ სიკეთეებში. თავად რეპუტაციის ცნებაა ანულირებული ამ ქვეყანაში, რადგან გუშინდელი თუ გუშინწინდელი დამნაშავეები დღესაც პატივისცემით სარგებლობენ, მეტიც-ეთერებიდან სიტყვა ეთქმით. პოლიტიკური და ნებისმიერი ელიტის გაზრდას ადრე საუკუნეები სჭირდებოდა, დღეს პროცესი დაჩქარებულია, მაგრამ როგორც ვხედავთ-ათწლეულები მაინც სჭირდება. ამიტომ მეიმედება ახალი თაობა-იმ დაწყევლილი ბიბლიური 40 წლის მიჯნას ვინც გაარღვევს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დათო კოდუა, ხალხს უმტკიცებს, ევროპა ცუდია, მათგან არც დახმარება, არც რჩევები გვჭირდებაო. ამ დროს, მისი გერმანიაში მომუშავე დისგან 50 000 ლარს იღებს გზავნილის სახით

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ