მაია ბითაძე სალომე ზურაბიშვილს: მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც

სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ მოგწონთ ხელფასი და ევროპებში სიარული – მოითხოვეთ ხელახალი , იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ ს განცხადებას, რომელმაც ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვა წარუდგინა.

“მოკლედ და კონკრეტულად!!

სამსახურში, ხელშეკრულების ვადა თუ გეწურებათ, მაგრამ ძალიან მოგწონთ ხელფასი, ევროპებში სიარული და ,,კაი ცხოვრება” – მოითხოვეთ ხელახალი არჩევნები, იქნებ დაგტოვონ ცოტა ხნით მაინც” ,- წერს მაია ბითაძე “ფეისბუქზე“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებს, ხელისუფლებას და საზოგადოებას არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით საკუთარ ხედვას სთავაზობს. პრეზიდენტის თქმით, გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – „გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს