მადურო სასამართლოს – “მე ომის ტყვე ვარ”

ვენესუელის ყოფილ ლიდერ ნიკოლას მადუროსა და მის ცოლს, სილია ფლორესს, ორშაბათს ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. ორივე მათგანმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა. ბრალდებებს შორის იყო ნარკოტერორისტული შეთქმულება, ავტომატური იარაღისა და გამანადგურებელი მოწყობილობების ფლობა.
სააგენტოების ცნობით, მადურომ სასამართლოს წინაშე თავი ვენესუელის პრეზიდენტად წარადგინა და განაცხადა, რომ კარაკასში, საკუთარი სახლიდან „მოიტაცეს“. „მე ომის ტყვე ვარ“, – თქვა მადურომ ესპანურად, იუწყება NBC. სილია ფლორესმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის ვენესუელის პირველი ლედია.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის პასუხისმგებელია ვენესუელაზე და გააფრთხილა ქვეყნის დროებითი ლიდერი, დელსი როდრიგესი, რომ თანამშრომლობაზე უარის შემთხვევაში, „ძალიან დიდ ფასს“ გადაიხდის.
დელსი როდრიგესმა, რომელიც მადუროს მმართველობისას ვიცე-პრეზიდენტი და ნავთობის მინისტრი იყო, პრეზიდენტის ფიცი ოფიციალურად 5 იანვარს დადო კარაკასში. ფიცი მისმა ძმამ, ხორხემ, მიიღო. ის ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში