არქივი13 დეკემბერი, 2023, 08:53
“მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! ჩემი კარიერა ახლა იწყება!“
ცოტა ხნის წინ, მასშტაბური მუსიკალური პროექტის, ამერიკული “The Voice”-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძე ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა.
ნინი ბრეგვაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და თავის მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა:
„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მწვრთნელობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება!“, – წერს ნინი ბრეგვაძე.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.