მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით

მადლობა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს, ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის, ეს არის პროგრესისადმი ერთგულება, სწორი ხედვით, მიზანდასახულობითა და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით
არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ სტრატეგიულ ხედვას და მიზანსწრაფულობას შეუძლია ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
გულითად მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ამ სამიტის ჩატარებისთვის. ეს მხოლოდ შეხვედრა არ არის; ეს არის პროგრესისადმი ერთგულება. სწორი ხედვით, მიზანდასახულობით და ერთიანობით, ჩვენ უფრო ძლიერ და კეთილდღეობით სავსე მომავალს შევქმნით“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მერობის კანდიდატი ილია მზექალაშვილი-კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვემსახურო ჩემს მუნიციპალიტეტს. ყვარლის მუნიციპალიტეტი მეტად განვითარებული იქნება, რაც დადებითად აისახება მოსახლეობაზე

მერობის კანდიდატი დაურ ისმაილოვი – მარნეულის მაცხოვრებლებთან ყოველდღიური ურთიერთობის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მათ საჭიროებებს. აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ახალგაზრდებმა, მაქსიმალურად დაიმკვიდრონ თავი და ერთად ავაშენოთ ჩვენი მარნეული

მერობის კანდიდატი მიხეილ აფციაური- თეთრიწყაროში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, აშენდა სკოლები, საბავშვო ბაღები. მოსახლეობის და ახალგაზრდების აქტიური მოთხოვნით მიმდინარეობს სპორტული კომპლექსის მშენებლობა