მაგნიტი – უკვე 500 !

დღეს, ბორჯომში, რიგით მე-500, განსხვავებული ფორმატის, სუპერმარკეტი – „მაგნიტი მაქსი“ იხსნება. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების ფონზე, გახსნა შეზღუდული ფორმატით ჩატარდება.
„მაგნიტი მაქსი“ მდებარეობს ბორჯომის საკურორტო ზონის სტრატეგიულ წერტილში, რომელიც მრავალი წელია ცნობილია, როგორც შესყიდვების ცენტრი. ეს ადგილი ბორჯომელებისთვის ნაცნობი და მოსახერხებელია, რაც ადგილობრივებსა და დამსვენებლებს დამატებით კომფორტს შეუქმნის. დაახლოებით 1 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სივრცე კი ოჯახისთვის ყველა საჭირო პროდუქტს გააერთიანებს და მომხმარებელს 24/7-ზე მოემსახურება.
ადგილზე, ასევე წარმოდგენილი იქნება „მაგნიტის წარმოების“ მზა კვების პროდუქტების ხაზი – საკონდიტრო ნაწარმი, სალათები, სენდვიჩები, პურ-ფუნთუშეული და თონე. მომხმარებელი ასევე შეძლებს, მისთვის სასურველი პროდუქტი, ადგილზე, კომფორტულად მოწყობილ სივრცეში დააგემოვნოს. შეგახსენებთ, რომ მაგნიტის წარმოებაში დანერგილია HACCP-ის სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ სასურსათო ჯაჭვში, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, უზრუნველყოფილია საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და უმაღლესი ხარისხი.
სუპერმარკეტის შესასვლელში განთავსებული ყავის აპარატი (take-away) კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, მარტივად და სწრაფად თან გაიყოლოს მისთვის სასურველი სახეობის არომატული ყავა.
„მაგნიტი“, როგორც გამორჩეული FMCG – რიტეილერი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სააქციო შეთავაზებებს, ხელსაყრელ ფასებსა და მრავალფეროვან ასორტიმენტს.
შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ 100 %-ით , ქართული კაპიტალით დაფუძნებული კომპანიაა და ის 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. კომპანია პირველი იყო, რომელმაც ორგანიზებული სუპერმარკეტების ქსელი განავითარა რეგიონებში. დღეს „მაგნიტი“ მთელს საქართველოშია წარმოდგენილი. „მაგნიტის“ ქსელი აქტიურად ფართოვდება და უკვე მოიცვა ქვეყნის უდიდესი ქალაქები, ხოლო მაქსის ფორმარტით ოპერირებს თბილისში, ბათუმში, ნატახტარსა და ახლა უკვე ბორჯომშიც.
აღსანიშნავია, რომ „მაგნიტი“ ახლახან გახდა მსხვილი გაერთიანების, შპს „დეილი“ ჯგუფის წევრი, რომელიც აერთიანებს წამყვან სუპერმარკეტებს: „მაგნიტი“, „დეილი“, „სპარი“, „იოლი“, „კალათა“ და „გვირილა“, რაც ჯამში ქვეყნის მასშტაბით 1 600-ზე მეტ სუპერმარკეტს და ორგანიზებული ბაზრის 31%-იან წილს შეადგენს. ამჟამად, „დეილი“ ჯგუფი საქართველოს ბაზრის პირველი მოთამაშეა და უსწრებს ისეთ მსხვილ რითეილერებს, როგორებიც არიან: „ნიკორა/ლიბრე“, „2 ნაბიჯი“ და „კარფური“.
„მაგნიტი მაქსის“ ახალი სუპერმარკეტის გახსნა კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს სამუშაო ადგილების შექმნას, რაც კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბორჯომის ობიექტზე დასაქმებულია 100-მდე თანამშრომელი, ხოლო „მაგნიტი“ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 000-მდე ადამიანს ასაქმებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის ქსელის გაფართოება და ამ მიმართულებით განვითარება მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.