ლორა თორნტონს აქამდე არაფერი არ გამოუვიდა და არც ამ ახალი დირექტივებით გამოუვა რამე

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის ლორა თორნტონის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას „ბოლო ბასტიონები ახლა მედია და სამოქალაქო საზოგადოებაა“ ჟურნალისტებთან საუბარში ეხმიანება.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ლორა თორტონის მოწოდებებს არ აჰყვა მოსახლეობა, ახლა ის მედიასა და სამოქალაქო სექტორზე გადაერთო.
„ლორა თორნტონი არის „დიფ-სთეითის“ იდეოლოგიის გამავრცელებელი, რომელიც აქტიურად მუშაობს ამჟამად საქართველოზე. ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს დაანგრიონ საკუთარი ეკონომიკა, იძლევა დირექტივებს და გვახსოვს მისი ანგარიშებიც. მას შემდეგ, რაც ხალხთან არ გაჭრა მისმა მოწოდებებმა ის გადაერთო მედიაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მას აქამდე არაფერი არ გამოუვიდა და არც ამ ახალი დირექტივებით გამოუვა რამე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს პირველ რიგში ხალხი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწვდით ობიექტურ ინფორმაციას,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო