ლონდონი-სინგაპურის რეისზე ტურბულენტობის შედეგად ერთი მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა

თვითმფრინავში, რომელიც ლონდონი-სინგაპურის რეისს ასრულებდა, ძლიერი ტურბულენტობის გამო, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სინგაპურში მიმავალი Boeing 777-300ER თვითმფრინავი ბანგკოკში გადამისამართდა და დაეშვა.
„სინგაპურის ავიახაზების“ განმარტებით, თვითმფრინავში 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის განცხადებით, მუშაობს ტაილანდის ხელისუფლებასთან მგზავრებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით და ბანგკოკში ჯგუფს აგზავნის.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე