ლიტვის პრემიერმინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ უკრაინის ღირსების რევოლუციის დაწყებიდან 10 წლისთავზე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ოჯახი უკრაინის გარეშე არასრულია.
მისივე თქმით, უკრაინელები 10 წლის წინ ქუჩებში ევროკავშირის დროშებით ხელში გამოვიდნენ თავიანთი დემოკრატიისა და ღირსების დასაცავად.
“ვერც მაიდანზე სისხლისღვრამ და ვერც რუსეთის ომმა ვერ გააუქმა მათი ევროპული არჩევანი. წინ არის ისტორიული შესაძლებლობა – უკრაინის გარეშე ევროკავშირის ოჯახი არასრულია”. – წერს შიმონიტე.
10y ago, with EU flags in their hands, Ukrainians took to the streets to defend their democracy & dignity. Neither the bloodshed at the Maidan, nor Russia’s war overturned their European choice. Ahead lies a historic opportunity – without 🇺🇦, the EU family is not complete.
📷EPA pic.twitter.com/w7V5B0v6Ju— Ingrida Šimonytė (@IngridaSimonyte) November 21, 2023
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღირსებისა და თავისუფლების დღეს მიმართვისას აღნიშნა, რომ “უკრაინის ძალისხმევა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, მისი სრულფასოვანი წევრობით დამთავრდება და რომ უკრაინის ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე იბრწყინებს”.
გარდა ამისა, როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა თქვა, უკრაინელები და ევროკავშირი ერთად მიდიან ევროპისკენ მიმავალ იმ გზაზე, რომელიც უკრაინამ 10 წლის წინ აირჩია.
21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. თითქმის 4-თვიანი საპროტესტო აქციებს 104 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ევრომაიდნის მოვლენებს ასევე ღირსების რევოლუციასაც უწოდებენ.