ლინას ლინკევიჩუსი – როგორი „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ იქნება ხვალ ჯიდაში? „მოგვარების“ შესახებ თუ კაპიტილაციის შესახებ?

ტრამპს არ უკვირს პუტინის მზარდი თავდასხმები ზე და აცხადებს, რომ „სხვაც ასე მოიქცეოდა“, – ამის შესახებ შვედეთში ლიეტუვის ელჩი, საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეუჩერა. ტრამპს არ უკვირს პუტინის მზარდი თავდასხმები უკრაინაზე – „სხვაც ასე მოიქცეოდა“ მაშ, როგორი „სამშვიდობო მოლაპარაკებები“ იქნება ხვალ ჯიდაში? „მოგვარების“ შესახებ თუ კაპიტულაციის შესახებ?“ – წერს ლიეტუველი დიპლომატი.
შეგახსენებთ, ს ქალაქ ჯიდაში ხვალ უკრაინისა და -ის ოფიციალურ პირებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – საქართველოში პოლიტიკური ტყვეების რიცხვი გაიზარდა, სინდისის პატიმრებს დაემატა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – ვერანაირი რეპრესია ვერ მოერევა თავისუფლების მოყვარე ადამიანების ურყევ ნებას, დაიცვან ქვეყნის დამოუკიდებლობა