ლილუაშვილი: ღარიბაშვილმა იმდენი მოიტყუა, მიკვირს, ყრილობის დარბაზიდან ცხვირი როგორ გამოატია

ის მიკვირს, ყრილობის დარბაზიდან ცხვირი როგორ გამოატია, იმდენი რამე მოიტყუა. ამის ჩამოთვლას რა აზრი აქვს. ღარიბაშვილმა ყველა საკითხზე მანიპულირებადი ციფრებით ისაუბრა […] ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს, პრემიერმინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს და მინისტრთა კაბინეტსაც რომ “აახია” ყველა მიღწევა და დღეს ორივე [ და ირაკლი ] ალაპარაკა, რომ ყველაფერი პოზიტიური, რაც საქართველოში განვითარდა, მისი დამსახურებაა – მაშინ, ნეგატიური რაც მოხდა, ეს ვისი დამსახურებაა?
ასე გამოეხმაურა პარტია საქართველოსთვის წევრი, ქართული ოცნების ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას. ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 1-ელ თებერვალს ქართული ოცნების თავმჯდომარედ აირჩიეს.