“ლელო”-ს შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან

“ლელო”-ს შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან
განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გაკეთდა პარტია “ლელოს” წარმომადგენლების მიერ შეიძლება ერთი ქართული ანდაზა გავიხსენოთ “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა, “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ, სადაც ის ს ფედერაციასთან მოლაპარაკებების დაწყებაზე საუბრობს.
როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, “ლელოს” დღევანდელი შეცვლილი ნარატივი არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან.
“ყველას ძალიან კარგად გვახსოვს წინა საარჩევნო პერიოდში ამ პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, კერძოდ 9 პუნქტიანი გეგმის ფრიალი, რომელიც ბლანკეტურად ითვალისწინებდა ყველანაირ აკრძალვას- ეს იქნებოდა სავიზო რეჟიმის დაწესება, იქნებოდა გარკვეული საქმიანობების აკრძალვა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და ისიც კი იყო გაცხადებული, რომ რუსულ ნომრიანი მანქანები საქართველოში უნდა აკრძალულიყო.
თუმცა აქ მე მგონი ერთი გარემოება გამორჩათ მხედველობიდან, რომ შეიძლება იმ მანქანაში საქართველოს მოქალაქეც ყოფილიყო. ასე რომ დღევანდელი მათი შეცვლილი ნარატივი რასაკვირველია არის ძალიან კარგი ლუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან, ამ შემთხვევაში მაინც ჩვენ უნდა ვისაუბროთ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე”, იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ გვინახავს ამ თუ სხვა საკითხებზე მათ მიერ შეცვლილი რიტორიკა და ეს კიდევ ერთია მაგალითია იმისა თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე წარმოჩნდეს როგორც უაღრესად უპრინციპო სუბიექტი”, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა არაუგვიანეს 2029 წლისა დასრულდება და ჩაიდება 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, პორტი წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს მოემსახურება

გასული 12 თვის განმავლობაში აშენდა 4 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება სამუშაოები, გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ენერგეტიკული თვალსაზრისით