„ლელო“ გიორგი გახარიასთან თანამშრომლობის იდეას უარყოფს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ლელოსთან“ „ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის“ ღიაა, თუმცა ასეთი მზაობა არ აქვთ „ლელოში“.
„ლელოსთან“ თანამშრომლობის მზაობაზე გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ისაუბრა, კითხვის საპასუხოდ, რამდენად წარმოუდგენია სთან ოდესმე თანამშრომლობა.
„არც არაფერი მომხდარა. ბრალდებები გავიგე, ბევრ რამეს მაბრალებდნენ, ბრალდებების გამო შეიძლება, მე ვიყო გაბრაზებული, მაგრამ მე არა მაქვს არანაირი ემოციური დატვირთვა. პირიქით, ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ვამბობთ, რომ ყველა იმ პოლიტიკური ძალიდან, რომელიც დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არსებობს, ჩვენთვის ყველაზე ახლო „ლელოა“. მათ მაგივრად გადაწყვეტილებას მე ხომ ვერ მივიღებ“, — განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ თვითონ ასეთი თანამშრომლობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.
„გაერთიანებამდე სანამ მიხვალ, ელემენტარული თანამშრომლობა ხომ უნდა იყოს?! ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ეს არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი . არჩევნებს თავი რომ დავანებოთ, ქვეყნის ევროპული მომავალი არის დასაცავი. დიდ გლობალურ გაერთიანებებზე რომ საუბრობენ, ერთიან სიებზე და სხვადასხვა ფორმებზე, ჩემს ღიმილს იწვევს ხოლმე იმიტომ, რომ გუშინ დაშლილი პარტიები ვერ ნახულობენ ერთმანეთთან საერთო ენას“, — განაცხადა გახარიამ.
„ლელოში“ ასეთ თანამშრომლობას გამორიცხავენ.
„კატეგორიულობის მომენტი ზოგადად არ მომწონს პოლიტიკურ პროცესში, მაგრამ გახარიასთან არც წარსულში ყოფილა რამე ტიპის კონსულტაციები, არც ახლა არსებობს და არც მომავალში იგეგმება“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ირაკლი კუპრაძემ.
კუპრაძის თქმით, პარტია იცავს ოპოზიციის კრიტიკაზე მორატორიუმს, მიუხედავად ამისა, გახარიას მიმართ არსებული კითხვები ძალაშია.
„მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდში არიან პროფესიონალი ადამიანები, რომელთაც ნაკლებად მიუძღვით წვლილი ხელისუფლებაში რამე ტიპის დანაშაულებზე, პერსონალურად გახარიას მიმართ საზოგადოებაში არსებობს კრიტიკული შეკითხვები. ეს შეკითხვები მათ შორის „ლელოს“ მხრიდან საჯაროდ დასმულა, თუმცა პასუხები არ გაცემულა, შესაბამისად, ისევ აქტუალურად რჩება. არც აქამდე მიგვიღია პასუხები და არც მომავალში ველოდებით ამ პასუხებს… ეს ყველაფერი მიუთითებს მარტივ მოცემულობაზე, რომ გახარიასთან თანამშრომლობას არ განვიხილავთ. როგორც ოპოზიციურ პარტიას, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებთ. ეს არის ჩვენი ძალიან მარტივი ხედვა. სხვა შინაარსობრივ განხილვაში ან წინა შეკითხვების გამეორებაში გამიზნულად არ შევდივართ იმის გამო, რომ არ გვინდა, ეს პროცესი ოპოზიციურ პარტიებს შორის კინკლაობაში გადავიყვანოთ“, — ამბობს კუპრაძე.
კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება არსებული მოცემულობა შეიცვალოს, კუპრაძე ამბობს, რომ ამაზე პარტიაში არ უმსჯელიათ.
„ლელო არის პარტია, რომელსაც შეუძლია ორპოლუსიანობის გარღვევა. ჩვენ ვართ სტრუქტურული პარტია, რომელსაც დიდი სტრუქტურული პოზიტიური სიმძლავრეები გააჩნია, რაც საქართველოში სამწუხაროდ ბევრ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. ამიტომ ლოგიკურია, რომ პოლიტიკურ აქტორებს „ლელოსთან“ თანამშრომლობის სურვილი უჩნდებათ. მხოლოდ გახარია არ არის ამ შემთხვევაში. რიგ პროდასავლურ პარტიებთან გვაქვს კომუნიკაცია-კონსულტაციის რეჟიმი და ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე იქნება ხელშესახები შეთანხმებები“, — დასძინა კუპრაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია „სწორი შინაარსობრივი ერთობა“, რომელიც ამომრჩევლის კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს და არა ორი არათავსებადი პოლიტიკურის სუბიექტი დაჯგუფება.
შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში გიორგი გახარიასაც ადანაშაულებს. ამასთან, „ ბანკის” დამფუძნებლის თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო წერილი, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც მათ არ შეასრულეს.
„ამ წერილში ეწერა, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილობრივ და საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს წერილი დაწერეს. ეს წერილი მე მაქვს. იქ იყო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ არ შევასრულეთ. ეს წერილი -ს მინისტრისგან იყო მოწერილი. ეს არის მუქარის წერილი, რომელიც ჩვენ არ შევასრულეთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გახარიამ მუქარის ფაქტი უარყო. პროკურატურამ განაცხადა, რომ „სამხარაულის“ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „მუქარის წერილის“ დედანზე, რაც, მამუკა ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიასგან მიიღო არჩევნების წინ, გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.
2023 წლის მარტში მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი პრეტენზიისა, რომელიც გახარიას პოლიტიკასთან აქვს, მის მიმართ კითხვებზე მორატორიუმს აცხადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე