ლელოს წევრები ოთო ფარულავა, ირაკლი კუპრაძე და მათი თანმხლები პირები დააკავეს

“ლელო საქართველოსთვის” წევრები ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი, ჯუბა ლოლაძე და ირაკლი კუპრაძე, სავარაუდოდ, დააკავეს.
მათი ავტომობილი ვარაზისხევზე საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და მანქანის დათვალიერება მოსთხოვა. კუპრაძემ FACEBOOK ლაივი ჩართო. მისი თქმით ადგილზე მობილიზებული იყო სამი ეკიპაჟი.
პოლიციელებმა “ლელოს” წევრებს განუცხადეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ.