“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი წარუდგინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ქონების მიყიდვისა და რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას ითვალისწინებს

“ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – “საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც “ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო სგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.
“ლელოს“ დეპუტატის ს განცხადებით, რეზოლუციის პროექტის გათვალისწინებით გადასადგმელია ცხრა კონკრეტული ნაბიჯი, რაც გულისხმობს სასწრაფოდ სავიზო რეჟიმის შემოღებას, მიწის და სხვა უძრავი ქონების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის აკრძალვას, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდისტული მედია-საშუალებების აკრძალვას, რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, რუსული ნომრებით მანქანების გადაადგილების აკრძალვას და სხვა ზომებს, რომელიც გასატარებელია იმისთვის, რომ რუსეთისგან მომდინარე ძალიან სერიოზული საფრთხეების შეკავება მოხდეს.
“ამ ნაბიჯების არ გადადგმა ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს და საკუთარი მოქალაქეების დაცულობაზე მეტად, ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეთა კომფორტი აინტერესებს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – თუ ბატონმა ლავროვმა თქვა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ იდენტობას, მაშინ მას რაღაცები არევია – ქართველმა იდენტიფიცირება თავის სულიერ თავგადასავალთან საუკუნეების წინ მოახდინა, ეს არის: მამული ენა და სარწმუნოება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით და მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან