არაფერი ვთქვა, დავწერო, ვიფიქრო – გავატარო? ვერ! ხაზარაძე ეგრე ხედავს საკითხს – მე სხვაგვარად! არანაირი განმარტებები მაგ განცხადებას უკვე არ უშველის. ლელომ ბევრი ხმა დაკარგა ერთ წამში. მაგრამ ეგ ლელოს საზრუნავია. უბრალოდ იმაზეც მოუწევთ ფიქრი, რომ “ქართველ ხალხზე”, “პროტესტის მონაწილეებზე” აპელირების ლეგიტიმაციაც დაკარგეს. არა, ვიცი, რომ მაინც იტყვიან, მაგრამ…. და კიდევ, მეც და სხვასაც – უამრავს, ელემენტარულ ვალდებილებებთან გამკლავება გვიჭირს, მაგრამ ამისთვის კი არა, იდეისთვის ვირძვით. ხაზარაძის განცხადება კი სახელმწიფოს ახალი გადანაწილების კონტექსტის მატარებელია. იფიქრა ამაზე თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ფრიად დასანანია…