“ასეთი “სუვერენულები” მართლა არასდროს ვყოფილვართ. როდესაც ყველა ცდილობს ახალ საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებისას საკუთარი ადგილისთვის და ფუნქციისთვის იბრძოლოს, დაასაბუთოს საკუთარი მნიშვნელობა ამა თუ იმ გეოპოლიტიკური კონფიგურაციის შემთხვევაში, საქართველო არაფერში მონაწილეობს. მის ადგილზე და როლზე შეთანხმდებიან სხვები, როცა ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევას დაასრულებენ. ასეთია ფასი ქართული ოცნების ” მშვიდობის ” და სუვერენიტეტის”. მადლობა ბატ. ბიძინას, მაგრამ ჩვენ სხვა წარმოდგენა გვაქვს ” სუვერენიტეტზე” . ქართველი ხალხი და საბედნიეროდ, ჩვენი პარტნიორები არ თვლიან, რომ საქართველო ვინმეს კერძო კორპორაციაა და მას ისე მოექცევა, როგორც კერძო საკუთრებას, უნდა ჩინეთში გადაიტანს სათაო ოფისს, უნდა რუსეთში და უნდა ტერორისტებთან გადაიღებს ფოტოებს. სუვერენიტეტის ხარისხს სწორედ ქვეყნის ადგილი და ფუნქცია განსაზღვრავს საერთაშორისო დღის წესრიგში და ამისთვის მარტო გეოგრაფია არ არის საკმარისი პირობა რამე რომ იყოს!!” – წერს სოციალურ ქსელში თეოლოგი ლელა ჯეჯელავა.
ცნობისათვის: