“ლევილი ჩამორთმეულია” – საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს წერილი წულუკიანს

საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტ ს ძმა, წერილს ავრცელებს.

კერძოდ, ზურაბიშვილი ეხმაურება 24-26 მაისს მომხდარ ინციდენტს, როცა ფესტივალზე, რომელსაც კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიც ესწრებოდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ გამოაძევეს ის ადამიანები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

მისი თქმით, ახლა ლევილის მამული მხოლოდ ამჟამინდელი მთავრობის წევრების განცხადებებისთვის გამოიყენება და “დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.”

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

24 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით, კულტურის მინისტრ ქალბატონ სა და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით, გაიხსნა ლევილის “ქართული ფესტივალი”.

24 და 26 მაისს, ლევილში “რუსული კანონის” წინააღმდეგ ჯერ საპროტესტო აქციისთვის, შემდეგ კი ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებისთვის ჩამოსული ქართველები, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მათ მიერვე გაფრთხილებული საფრანგეთის პოლიციის დახმარებით, უცერემონიოდ გააძევეს ლევილის ეროვნული მამულიდან.

ლევილის მამული, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, იყო ადგილი, სადაც ყველა ქართველი სასურველი სტუმარი იყო. ამიერიდან, როგორც ეს ინციდენტი ადასტურებს, ის გახდა ადგილი, რომელიც განკუთვნილია მარტოოდენ ამჟამინდელი მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებისთვის და დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.

ზუსტად იმ დროს, როდესაც აღნიშნავდნენ ს იმპერიალიზმთან მძიმე ბრძოლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (1918 წლის 26 მაისი) ღონისძიების ორგანიზატორები, კულტურის მინისტრის თანხმობით, ცდილობდნენ გაეჩუმებინათ იქ მისული ახალგაზრდა მომიტინგეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ კანონებს და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებას.

სიმბოლოებით შენიღბვა და ამ სიმბოლოების მნიშვნელობის დამახინჯება, სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ – აი, რა თამაშს აქვს ადგილი საქართველოში, ისევე როგორც ლევილში.

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ, სანქცირებულ ძალის გამოყენებას, როგორც ლევილში, ასევე საქართველოში.”

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე – ერთ-ერთი ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს