„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყველა პარლამენტარს უნდა ესმოდეს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ამით საქართველოს დემოკრატიას ჩააგდებენ საფრთხეში და ქვეყანას ევროკავშირს დააშორებენ.
როგორც ხაბეიშვილმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ ინდივიდუალური სანქციები დაუწესდებათ.
„უნდა ესმოდეს ყველა პარლამენტარს, რომ თუ დაძლევენ ვეტოს, ისინი საქართველოს დემოკრატიას აგდებენ საფრთხეში. ისინი ქვეყანას ევროკავშირს აშორებენ. მათ ინდივიდუალური სანქციები მოუწევთ და არა მარტო მათ.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ არა მარტო პარლამენტარებს, ბერა ივანიშვილიდან დაწყებული, გაგრძელებული იმ ბიზნესმენებით, რომლებიც მხარს უჭერენ და ახალისებენ „რუსულ კანონს“, მათ შორის ფინანსურად, პასუხისგება აუცილებლად მოუწევთ”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.