ლევან ხაბეიშვილი გიორგი გახარიას პარტიაზე – ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი

ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი, – ასე აფასებს გიორგი გახარიას პარტიას „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე .
ხაბეიშვილი პარტია “საქართველოსთვის” წევრის, მეზვრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ უკვირს მისი რეაქცია.
ს როცა ვამხელ, რომ “ქართული ოცნების” გაგრძელება არიან, ნორმალურია, რომ ეს რეაქცია აქვთ. კმაყოფილები რომ ყოფილიყვნენ ეს გამიკვირდებოდა, თქვენ რატომ გიკვირთ?! ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე “ქართული ოცნება”. არ მოსწონთ, რადგან ისინიც ამას აკეთებდნენ თავის დროზე”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნათია მეზვრიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე განაცხადა, რომ “ოცნების” სასარგებლო იდიოტები არიან”. აღნიშნული განცხადება მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან, ცესკოსა და პოლიტიკური პარტიების შეხვედრის დატოვების შემდეგ გააკეთა, რომელიც ელექტრონულ სისტემასთან დაკავშირებით იმართება.
“დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებისგან,”- აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც