ლევან ღამბაშიძე: ხაბეიშვილის დაჭერა ასეთი სულელური ბრალდებით, ნიშნავს მხოლოდ ერთს…

ფილოსოფოსი :
ხაბეიშვილის დაჭერა ასეთი სულელური ბრალდებით, ნიშნავს მხოლოდ ერთს: ხაბეიშვილის ინიციატივა მუშაობს.
რეჟიმს ეშინია, რომ ორასიათასად ძალოვნებიდან დიდი ინფორმაცია გამოჟონავს. რეჟიმს ეშინია, რომ ორასიათასად ძალოვნები უარს იტყვიან ადამიანების ჩაგვრაში მონაწილეობაზე.
რაც მთავარია – ხაბეიშვილს ხომ არ უთქვამს, ფულს მივცემ ყველას, ვინც თავის საქმეს არ შეასრულებსო? მან თქვა, ვინც ხალხს არ აწამებს მას დავაჯილდოვებთო; ვინც უკანონობაზე ინფორმაციას მოგვაწვდის, მაშ დავაჯილდოვებთო. მისი ამის გამო დაჭერა მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: რეჟიმმა იცის, რომ კიდევ მოუწევს ხალხის წამება და ამისათვის უნდა დარწმუნებული იყოს, რომ ყველა დაქვემდებარებული უწყება თავის საქმეს შეასრულებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით