ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას

“დაასახელეთ პოლიტიკური სერიალი, რომლის რომელიმე სეზონი, ფინალურის გარდა ისე დამთავრდა, როგორც თქვენ გინდოდათ. (მგონი ფინალურიანსაც ვერ დაასახელებთ მასეთს)
არ არსებობს. თუ რომელიმე სეზონი მთავრდება მხიარულად, მაშინ ან ცუდ პოლიტიკურ სერიალს უყურებთ, ან იუმორისტულ შოუს.
ნორმალურ სერიალებში ფაქტიურად ყველა სეზონი მთავრდება იმით, რომ ბოროტება უფრო ძლიერდება, უფრო იმყარებს პოზიციებს… ხან ვიღაც ბოროტის კორონაციით მთავრდება, ხან კეთილების ჯარის გაცამტვერებით, ხან ხან ხან…
მაგრამ ამვდროულად რაღაც პატარა ინტრიგითაც. იქ ბოლოსკენ რაღაც დიდ კვერცხს დაგვანავებს რეჟისორი, იქ ჩვენ რო მკვდარი გვეგონა მის საფლავზე მიწა ირხევა, აქეთ უცხოეთიდან ვიღაც ახალი პერსონაჟი ჩამოდის და ა.შ.
აი ეს რაღაც ნიუანსი არის იმედი. ეგ იმედი რომ არ არსებობდეს საერთოდ სერიალს არ ნახავდა არავინ. და რისი იმედია იცით ეგ? რომ ცვლილება აუცილებლად იქნება. რომ შანსი არაა იმ არარაობებმა იზეიმონ ჩვენ რომ ასე ძალიან გვეზიზღება. რომ შურისძიება უნდა შედგეს. სხვანაირად დისბალანსია სამყაროში. სამყაროშიც და ჩვენს სულშიც.
დღეს ოცნებამ დაასრულა ტრანსფორმაცია და საქართველოში ოფიციალყრად დამყარდა ს დიქტატურა. დღეს სეზონის ფინალს ვუყურეთ. მთელი თავისი დრამატურგიით: ფეხზე ადგომა(სინამდვილეში დაჩოქება), ხელზე კოცნა, შექება, “გამარჯვების” ზეიმი…
ამ ფინალის ყურებისას ბევრმა თქვა: დასრულდა. მორჩა. აწი….
ფილმი რომ იყოს ცხოვრება, მაშინ კიბატონო. მაგრამ ცხოვრება უფრო სერიალია. სეზონებისგან შემდგარი.
ამიტომ დღესვე რა ვიხილეთ: ოპოზიციის განახლების უდიდესი მუხტი; მოქალაქეების შეძახილი, რომ ყველაფერი ახლა იწყება; რამდენიმე ახალი ჯგუფის შექმნა და ბრძოლის სტრატეგიებზე ფიქრი… ერთი სიტყვით იმედი, რომ თუკი ძალისხმევას ჩავდებთ, ამათ აუცილებლად დავამარცხებთ. და აუცილებლად ასეც იქნება.
ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ თავადაც იცის, რომ მას მხარდამჭერი არ ჰყავს. უფრო სწორედ თავად ერთადერთმა იცის რამდენი ჰყავს გულმხურვალე მხარდამჭერი. ამიტომ მისი გაბედულება მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული ჩვენ რამდენად დავუშვებთ იმას, რომ ოცნებამ მართლა გაიმარჯვა არჩევნებში.
არ გაუმარჯვია. ჩვენ მეტნი ვართ. ჩვენი მრძოლა სამართლიანია და ჩვენ მარტონი არ ვართ.
აი ამ მოცემულობით ვიწყებთ შემდეგ სეზონს. მგონი არ არის ცუდი სტარტი,” – წერს სოციაურ ქსელში ფილოსოფოსი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს