ლევან ღამბაშიძე: იყავით ის, რაც ხართ და თქვენი წინაპრების სახელით ილაპარაკეთ. ვარსქენი დაილია, ბერია თუ ყორღანაშვილი? ამოვიდა ყელში

ფილოსოფოსი :
ირანში პანაშვიდებზე მოსიარულე, ქალების მცემელი და მაგინებელი, გელათის ჩამომრეცხველი, პრინციპების, ახლობლების და ქვეყნის მოღალატე, სუსტების მჩაგვრელი და ძლიერების მოშიში, ფულის გულისთვის ყველაფერზე წამსვლელი და უწიგნური რეჟიმის წარმომადგენლები ასიათასი მოწამის, შუშანიკის, დავით აღმაშენებლის, თევდორე მღვდლის, გრიგოლ განძთელის და არსენ იყალთოელის სახელით თუ არ დაგველაპარეკებიან, მადლობლები ვიქნებით.
ბევრს ხომ არ ვითხოვთ არა? უბრალოდ იყავით ის, რაც ხართ და თქვენი წინაპრების სახელით ილაპარაკეთ. ვარსქენი დაილია, ბერია თუ ყორღანაშვილი?
ამოვიდა ყელში. დააღებენ პირს და “დავით აღმაშენებლის ქვეყანაში…” მე დაგიმთავრებ: დიდი ხნის მკვდარი იქნებოდი.
გმადლობთ. ნახვამდის

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – უახლოეს პერიოდში, პრემიერი უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით კონცეფციას წარადგენს, რომელიც სისტემას იმ უნარების განვითარებაზე გადაიყვანს, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებითაა განპირობებული

დიმიტრი მედვედევი – დღეს რაც ხდება, მარიონეტული ომია, მაგრამ არსებითად ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, სანქციების პაკეტებით და ჩვენ მათ პასუხი გავცეთ – დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები კი სრული სისულელეა