ლევან ღამბაშიძე: ესაა ქართული ოცნების ლაჩრული პოლიტიკის მთელი ავან-ჩავანი. როგორც ილია ჭავჭავაძემ ქოცები მოკლედ შეაფასა…

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
“პოლიციელის მუნდირის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ.”
“ამ ქვეყანაში დედის კულტია და დედაზე შეხებას არავის ვაპატიებთ.”
“ქართველი მწერლის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებთ.”
“ტყუილს არავის გავუტარებთ და კი, პარლამენტში ეს არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ პროვოკატორებმა მაინც მოახერხეს ჩვენი წყობიდან გამოყვანა.”
“ეს საქართველოა და…”
…და არავის არაფერს გავუტარებთ, თუ საქმე პარტიას ეხება, თუ შეურაცხყოფას ივანიშვილს აყენებენ, პროვოკაციაზეც “წამოვეგებით”, თუ პოლიტიკური ოპონენტების ცემას ეხება საქმე, აქციის მონაწილეებსაც ძვლებში დავლეწავთ, თუ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ასე იქნება საჭირო….
ოღონდ: საქართველოს არ ჰქონდა უფლება რუსეთისვის ხელი შეებრუნებინა, არ ჰქონდა უფლება “პროვოკაციას წამოგებოდა”(საქართველოში შემოჭრას რო პროვოკაციას ეძახიან), არ ჰქონდა უფლება საკუთარი მოქალაქეები დაეცვა, არ ჰქონდა უფლება ებრძოლა თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის.
ესაა ქართული ოცნების ლაჩრული პოლიტიკის მთელი ავან-ჩავანი.
როგორც ილია ჭავჭავაძემ ქოცები მოკლედ შეაფასა:
“მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი,
შინ ძლიერი.”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო