ლევან ღამბაშიძე: გული როგორ არ გისკდებათ ამ გაუგონარი ღალატის მხარდამჭერებს?!

“დამისახელეთ ომი, რომელიც დაიწყო ჯარისკაცმა და არა მეფემ ან თავადმა ან სახელმწიფოს მეთაურმა.
დამისახელეთ ომი, სადაც ჯარისკაცი მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიით კი არა, საკუთარი სტრატეგიით მოქმედებდა.
დამისახელეთ ომი, სადაც ჯარისკაცი არ მომკვდარა.
დამისახელეთ ომი, სადაც მეთაურს არ უთქვამს, რომ ამა თუ იმ მანევრს დანაკარგი არ ექნებოდა.
ბონუსად:
დამისახელეთ ომი, სადაც მეფემ ორასი ჯარისკაცი მტრის რიგებში გაგზავნა ფაქტიურად გარანტირებულ სიკვდილზე, და ჩვენ მეფის სახელი ვიცით და იმ ორასიდან არცერთის. კაი პიარია არა მეფისთვის და ვირისთავფეხი იმ ორასი უაზროდ მკვდარი გმირისთვის?
დღეს რუსის ჯარი თბილისში რომ არ დგას ანწუხელიძის და ყველა მებრძოლი გმირის დამსახურებაა, ცოცხლებისა და მკვდრების. ეს არ ითვლება საზრისად? მათი თავგანწირვა მაინც უაზროა არა?
უაზრო ყველა მოღალატე ქოცის ცხოვრებაა, რომელსაც საფლავის მიმხედავი არ ეყოლება ერთი თაობის მერე.
გული როგორ არ გისკდებათ ამ გაუგონარი ღალატის მხარდამჭერებს?!” – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი .