ლევან ლორთქიფანიძე: რას დაგამსგავსათ თქვენმა ბატონმა?!

“როგორი შემაძრწუნებელი და შიშის მომგვრელია დეგრადირებული, დემენდორების მიერ გამოცარიელებული ადამიანი! თან რა საცოდავი და საწყალია ასეთი არსება!
თვეებია მთელი ქალაქი, ჭიათურა გადარჩენისთვის იბრძვის, ათასობით მუშა ხელფასის გარეშეა დარჩენილი, ყოველდღე ატერორებენ, ატყუებენ ადილობრივებს, სახელფასო ბარათზე დარიცხულ საკომპენსაციო კაპიკებს შიდაწვის ძრავის მქონე მტვერსასრუტივით ისრუტავენ ბანკები, წლებია საქართველოს ინდუსტრიული ქალაქები სულს ღაფავენ და ამ დროს პროპაგანდისტ ჟურნალისტს აქვს ორი კითხვა:
– მაღაროელის სიძის ბინის იპოთეკა რატომ არსებობს ბუნებაში?
– და რატომ გახსნა მაღაროელმა თავისი ტრესტის კრედიტით შინშილის ჯიშის ბოცვრების ფერმა!
ეს არის წუმპეში ჩაყვინთვა და ზიზღი არაპრივილეგირებული ადამიანების მიმართ! ფაშიზმი!
თქვენი ბატონების ქონებას მიხედეთ! მთელი საქართველო დაიპყრეს, ყველაფერი წაგვართვეს, ცოლებს გადაუფორმეს ტყეები, საჯარო მოხელის ხელფასით ქვემო ქართლში სამ-სამი სოფელი და დიღმის სასახლეები იყიდეს და შვიდი გალია კურდღელი უკვირთ! კურდღელი, ხალხო! კურ-დღე-ლი!
რას დაგამსგავსათ თქვენმა ბატონმა?!” – წერს სოციალურ ქსელში ,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია