ლევან იოსელიანი – გახარია არის მატყუარა!

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო გიორგი გახარიას მატყუარას უწოდებს.
ამის შესახებ იოსელიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა და გიორგი გახარიას ის განცხადება გააზიარა, სადაც აქციებზე დაკავებულ თანაგუნდელებთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ სახალხო დამცველი არაფერს აკეთებს.
„გახარია არის მატყუარა!“- წერს იოსელიანი.
რაც შეეხება გიორგი გახარიას განცხადებას, მან ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა, სადაც სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, „იოსელიანი ახლა დიღმის იზოლატორში კი არ უნდა იყოს, არამედ მთელი ღამის განმავლობაში უნდა ყოფილიყო რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად და ერთი სიტყვა მაინც უნდა ეთქვა“.
„ჩვენი გუნდის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი უკანონო თავდასხმების შედეგად უკანონოდ არის დაკავებული, ზოგს ჯერაც ვერ ვპოულობთ, სად და რომელ იზოლატორებში არიან გადაყვანილები, ამასაც ვერ ვიგებთ და სახალხო დამცველი არაფერს არ აკეთებს“, – განაცხადა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო