ლევან ბეჟაშვილი – ივანიშვილი საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ „ჰეზბოლასთან“და „ჰამასთან“ დამეგობრებული ქვეყანა

იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, 12 წლის თავზე კი მივიღეთ იზოლირებული და „ჰეზბოლასთან“ დამეგობრებული ქვეყანა, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
მის თქმით, 26 ოქტომბერს „საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და სენი“.
„იყო დრო, როცა ივანიშვილი საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გასაოცარი დემოკრატიის აშენებით ატყუებდა, ჩვენ 12 წლის თავზე, მივიღეთ ქვეყანა, რომელიც არის იზოლირებული, რომელიც ურთიერთობს “ჰეზბოლასთან”, “ჰამასთან” და სხვა დიქტატორულ ტერორისტულ ორგანიზაციასთან, სახელმწიფოსთან. მივიღეთ ქვეყანა, სადაც ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან და ივანიშვილის კლანის წევრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ამიტომ 26 ოქტომბერი არის ის თარიღი, როცა საქართველომ უნდა მოიშოროს ივანიშვილის ,,ოცნება“ და სენი, შესაბამისად, გაიკაფოს გზა ევროპული მომავლისკენ“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მის მანქანას ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც