ლაშა რა­მიშ­ვი­ლი, მამას შალვა რამიშვილს მიმართავს: არ გა­გაჩ­ნია შენ სიყ­ვა­რუ­ლი და ამი­ტო­მაც ხარ და იქ­ნე­ბი მარ­ტო. თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მხო­ლოდ შიში კლავს

“პოს­ტი­ვის” ხელ­მძღვა­ნე­ლის, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ვაჟი ლაშა რა­მიშ­ვი­ლი წე­რილს აქ­ვეყ­ნებს, რომ­ლი­თაც მა­მას მი­მარ­თავს:

“პა­თე­ტი­კუ­რი პრო­პა­გან­დის­თვის ჩვე­ნი გა­მო­ყე­ნე­ბაა სიყ­ვა­რუ­ლი? არ არ­სე­ბობს შენ­ში სიყ­ვა­რუ­ლი, ეს სი­ტყვაც კი ბინ­ძურ­დე­ბა შენი პი­რი­დან თქმუ­ლი.

სიყ­ვა­რუ­ლი ჩემს ოჯახ­შია, ჩემს ახ­ლობ­ლებ­ში, იმ ხალ­ხში ვინც გა­რეთ იბ­რძვის დღეს. თქვე­ნი სის­ტე­მით გა­ღა­ტა­კე­ბუ­ლი და სულ ამოხ­დი­ლი ხალ­ხი, უღირ­სი ხელ­ფა­სე­ბით რომ უწევთ ოჯა­ხის რჩე­ნა. ძარ­ცვით და ყა­ჩა­ღო­ბით რომ ხართ გამ­დიდ­რე­ბუ­ლე­ბი, ამი­ტომ არ არ­სე­ბობს აქ მხა­რე, აპა­თი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ყოფ­ნა ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა სწო­რი. ჩემს ოჯახს გა­ჭირ­ვე­ბაც უგ­რძნია და მშივ­რებ­საც დაგ­ვი­ძი­ნია, მაგ­რამ არ­ცერ­თი წა­მით არ გვი­ნა­ნია სი­მარ­თლის თქმა. ტან­ჯუ­ლია ხალ­ხი და ბო­რო­ტე­ბა სუ­ფევს ქვე­ყა­ნა­ში, მე კი ჩემს პრინ­ცი­პებ­ზე დგო­მა სიკ­ვდი­ლა­დაც მი­ღირს.

ნუ გვამ­ცი­რებ, თით­ქოს ჩვე­ნი გან­ცდე­ბი არ იყოს გულ­წრფე­ლი, ნუ მა­ნი­პუ­ლი­რებ ჩვე­ნი სა­ხე­ლით, ბუ­ლინ­გი სწო­რედ ეს არის. არ გა­გაჩ­ნია შენ სიყ­ვა­რუ­ლი და ამი­ტო­მაც ხარ და იქ­ნე­ბი მარ­ტო. თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მხო­ლოდ შიში კლავს.

გა­ბე­დეთ და გა­ე­მიჯ­ნეთ უსა­მარ­თლო­ბას ყვე­ლამ, აღარ აქვთ ამათ უკან და­სა­ხე­ვი გზა, ვე­ღარ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ჩვე­ულ დღის წეს­რიგს. ეს იცი­ან და ამის ეში­ნი­ათ. გა­მო­დით და გა­ი­ფი­ცეთ. ამით გარ­და­უ­ვალს და­აჩ­ქა­რებთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის კონსტიტუციის, რომლის წინაშე ფიცი 6 წლის წინ დავდე, კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო – არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი – ვარ და ვიქნები

პრეზიდენტი – ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს – მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი“ ხართ, მე გისოსების უკან ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია?