“ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც დიდ ევროპულ გუნდებში თამაშობენ, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღმნიშვნელი სამკლაური უკეთიათ – ცისარტყელას ფერებით. ეს კარგია და ეს სწორია: თუკი გინდა იყო ცივილიზაციის ნაწილი, შესაბამის ეთიკურ და მორალურ ღირებულებებს უნდა ატარებდე. იქ არც ფარისევლობაზე დაგიხუჭავენ თვალს – ან ხარ განსხვავებულის მოძულე, ან არ. მაგრამ ქართული ოცნება რატომ ხუჭავს თვალს ამაზე? რატომ არ იმჩნევს ამ სამკლაურებს? პატიმრების მშობლებისთვის არამზადების მიქსევა ადვილია და კვარაცხელია-მიქაუტაძისთვის არა?” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ლაშა ბუღაძე.
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ის კამპანიაში მონაწილეობდნენ – ისინი მატჩებზე ლგბტქ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით გაფორმებული მაისურებით გამოვიდნენ.