ლაშა ბუღაძე: როცა იური ბოგოლუბსკიმ (პირველმა რუსმა) თამარ მეფის ტახტიდან ჩამოგდება და მისი მოკვლა განიზრახა, მას არცთუ ცოტა ქართველი დაუდგა გვერდით

ს ჯარი მხოლოდ ქართლში და აფხაზეთში არ დგას, რუსეთის ჯარისკაცები არიან ის ხუთიათასკაციანი ბეიჯიანი ბრიგადები და კაპიტნები, რომლებმაც თავგამოდებით იომეს, რათა რუსეთის სასარგებლოდ გაყალბებულიყო.
რუსეთის არმიის ნაწილია ყველა ის მოსამართლე, რომელთაც ივანიშვილის ბრძანებით არ აღიარეს გაყალბების უტყუარი მტკიცებულებები!
რუსეთის ჯარისკაცია ს დამნაშავე თავმჯდომარე!
რუსეთის ჯარისკაცია ყველა ის რეგისტრატორი, რომელიც აყალბებდა!
რუსეთის ჯარისკაცია ყველა, ვინც კამერით უღებდა ყველას, ვისაც დავალებად ჰქონდა რუსეთისთვის ხმის მიცემა!
რუსეთის ჯარისკაცია ყველა ის პროპაგანდისტი, რომელიც ხალხს ატყუებდა და აშინებდა რუსეთის სასარგებლოდ!
რუსეთის ჯარისკაცია ყველა, ვინც ემუქრებოდა და ყიდულობდა ღარიბ, უმწეო და დაშინებულ ადამიანებს!
რუსეთის ჯარისკაცია ყველა ის მედროვე, ვინც ფულისა და კომფორტის გამო არ აღიარებს საქართველოს ღალატს!
რუსეთის ჯარისკაცები არიან ის “მეტადონშჩიკები”, საარჩევნო უბნების გარეთ და შიგნით რომ ეყარნენ და ხროვად ესეოდნენ მოქალაქეებს!
რუსეთის ჯარისკაცები არიან ის ეგზალტირებული ქალები (ყოჩი-კაცის ბრძანებით მოქმედნი), თავს რომ გვესხმოდნენ და არ აღიარებდნენ თვალსაჩინო უკანონობას – ერთხელ უკვე მარკირებული ხალხი რომ შემოჰყავდათ უბნებზე…
ბევრმა არ იცის და ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რომ ისინი რუსული არმიის ნაწილებად აქცია ივანიშვილმა. და შეიძლება ისე გალიონ თავიანთი უბადრუკი არსებობის დღეები, რომ ვერც მიხვდნენ, ვის ემსახურებოდნენ და რის წინააღმდეგ…
ყველაზე დიდი სევდა ისაა, რომ ჩვენ გვიწევს დამნაშავეებთან ერთად ცხოვრება და ამ ადამიანებმა არ იციან, რომ ივანიშვილმა და რუსეთმა მათ დანაშაული ჩაადენინა.
და არც ის იციან, რუსული ჯარის ნაწილებად რომ იქცნენ…
მაგრამ ისინი ბევრნი არ არიან, უბრალოდ არიან და ეს ტრაგედიაა.
რუსული ჯარის აქაურმა წარმომადგენელმა მ ამაყად თქვა – ოპოზიციას ხალხი ქუჩაში ვერ გამოყავსო…
რუსეთის ელჩმა ბრიტანეთში ბიბისიზე დაიკვეხნა – მარტო ერთი დიდი აქცია ჰქონდათ ქართველებს “არაქართველი” პრეზიდენტის დაძახებულზეო…
უხარიათ.
რუსებს უხარიათ, რომ გვიწებებენ და ივანიშვილზე სულმიყიდულ არამზადებსა და სულელებს კი ის უხარიათ, რომ თავიანთი ხელით უწერენ საკუთარ ქვეყანას და თავიანთ თავებს განადგურების განაჩენს…
ოღონდ ეს ყოველთვის ასე იყო საქართველოში – მტერს ყოველთვის ყავდა მოღალატეებისგან შემდგარი ჯარი.
როცა იური ბოგოლუბსკიმ (პირველმა რუსმა) თამარ მეფის ტახტიდან ჩამოგდება და მისი მოკვლა განიზრახა, მას არცთუ ცოტა ქართველი დაუდგა გვერდით.
იური რუსმა ეს ორჯერ სცადა! და ამის მერე არც შეწყვეტილა ეს ტრადიცია.
მაგრამ… ჯარი ჩვენც გვყავს – თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეების!
და არსად წავსულვართ!” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი .

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს