ლარატი VS კვიკვინია II – თბილისმა მკლავჭიდის პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა [VIDEO]

გუშინ, 16 თებერვალს, თბილისში მკლავჭიდის პრესტიჟული ტურნირი East vs West 16 გაიმართა. ივენთის მთავარი დაპირისპირება გენადი კვიკვინიასა და დევონ ლარატის შეხვედრა იყო.
მკლავჭიდელების პირველი დაპირისპირება 2023 წელს გაიმართა და მაშინ გამარჯვება ლარატმა მოიპოვა, კანადელმა სპორტსმენმა კვიკვინიას ამჯერადაც აჯობა.
გამარჯვების შემდეგ ლარატმა ქართველების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
“მადლობა, საქართველო, თქვენ უძლიერესები ხართ. თქვენ საუკეთესო მებრძოლები გყავთ. უამრავი მსოფლიო ჩემპიონი, თანაც ასეთ პატარა ქვეყანაში. მიყვარხართ, ქართველებო, თქვენ ყველანი უძლიერესები ხართ”, – განაცხადა ლარატმა.
შეგახსენებთ, ლევან საგინაშვილს დევონ ლარატი სამჯერ ჰყავს დამარცხებული.
კი არავის ეწყინოს, ან თუუდნათ ეწყინოთ, მაგრამ კვიკვინიამ უნდა იცოდეს, რომ სპორტმენის იმიჯი და რეპუტაცია გულშემატკივრის თვალში, გარდა ხელის გადაწევისა და გოლის გატანისა, მისი პიროვნული თვისებებით, აურით, ხალხისადმი დამოკიდებულებითაც იქმნება.
არავის არ დავიწყებია გავეშებული და გაბოროტებული როგორ პიროვნებადაც წარმოჩინდა სოსო ჯაჭვლიანთან მიმართებაში. არ აქვს მნიშვნელობა მართალი იყო თუ არა, აქ გამოხატვის ფორმებზეა საუბარი. მაგ იმიჯს გამოსწორება სჭირდება.
ბოროტი და ვაჟკაცური ერთდაიგივე არარი. აგრესიული და ვაჟკაცური ერთიდაიგივე არ არი. იაროს ბრაზიანი სახით და იყოს.
კაროჩე, იმიჯმეიკერი უნდა დაიქირავოს ჯიგარმა