ლაზარე გრიგორიადისი გაათავისუფლეს

, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას.
“საერთოდ ვერ მივხვდით, რაზე დაგვაკავეს. იქ ბევრი ადამიანი დააკავეს კიდევ. გზაში გვირტყამდნენ, გვცემდნენ, გვაგინებდნენ, გვიღებდნენ, თან ამავდროულად”, – ამბობს გრიგორიადისი.
ლაზარე იხსენებს, რომ პარლამენტის წინ იდგა, როცა მოქალაქეების დაკავება დაიწყეს, მას შემდეგ კი, რაც მათი დახმარება დაიწყო, პოლიციელებმა კორდონში შეითრიეს.
გრიგორიადისი აღნიშნავს, რომ პარლამენტთან დადგმულ ჯებირს მხოლოდ პროტესტის ნიშნად, ხმაურის გამოსაწვევად ურტყამდნენ ხელს და კონსტრუქცია არ დაზიანებულა.
გარდა ამისა, გრიგორიადისი ამბობს, რომ სამართალდამცავებმა იცნეს და მიმართავდნენ ფრაზით: “კიდევ შენ ხარ?”. ამის პარალელურად კი, ურტყამდნენ და აგინებდნენ.