ლადო აფხაზავა: მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს

“მეგობრებო, ყველამ იცით, რა მდგომარეობაში აღმოჩნდა გურია-აჭარა ამ ბოლო დღეებში. რთული მდგომარეობაა ჩემს პატარა მუნიციპალიტეტშიც. ყველა ერთად უნდა დავდგეთ და როგორმე გადავლახოთ ეს განსაცდელი. მჭირდება მოხალისეები, რომლებიც სტიქიის დროს საკვების გარეშე დარჩენილ მოხუცებს (და ასეთი ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრია) ან ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეს პრობლემა შეექმნა, მიაწვდის გამზადებულ საკვებს ლანჩხუთსა და მის ახლომდებარე სოფლებში. ასევე მჭირდება ინფორმაციის მოწოდება ასეთი მოხუცებისა და ოჯახების შესახებ. ველი თქვენს გამოხმაურებას”  –  წერს მასწავლებელი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში.
📍 ცნობისთვის, დიდთოვლობის შედეგად, სოფლებში ჩარჩენილი და დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მოქალაქეები ჯგუფში “მოხალისეები გურიისთვის” ორგანიზებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია