კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებიდან 76 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებიდან 76 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, იტყობინება ს საგანგებო ვითარებათა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე არტიომ შაროვი.
„ხალხის ნაწილი ნათესავებთან და ახლობლებთან განთავსდა, დანარჩენებს დროებითი განსახლების ადგილებში შესთავაზეს საცხოვრებლები. მთლიანობაში ამ მომენტისთვის ამოქმედებულია 60 დროებითი განსახლების ადგილი, რომლებშიც 4400-ზე მეტი ადამიანი განლაგდა,“ მოჰყავს შაროვის სიტყვები „ინტერფაქსს“.
მისი თქმით, დროებითი განსახლების 26 პუნქტი მოწყობილია უშუალოდ კურსკის ოლქში, ისინი ასევე მუშაობს ორიოლის, მოსკოვის, ტულის, ვორონეჟის, ლიპეცკის, კალუგისა და ტვერის ოლქებში.
„დროებითი განსახლების ყველა პუნქტში ხალხი იღებს საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე საინფორმაციო მხარდაჭერას. მოქალაქეებს კონსულტაციას უწევენ დოკუმენტების აღდგენის თაობაზე, ეხმარებიან მატერიალური დახმარების შესახებ განაცხადების შევსებაში,“ თქვა საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებისა და ბრძოლების გამო, რომლებიც ჯერაც გრძელდება, ხელისუფლებამ კურსკის ოლქში ფედერალური ხასიათის საგანგებო ვითარება გამოაცხადა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა