“კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!”

თბილისის მერიის თანამშრომელი, ანნა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გათავისუფლების მიზანი დასჯა იყო.

“ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!

საკრებულოს ვებგვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!

კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4-შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2-შტატიან განყოფილებად!

შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი.

ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2-შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!” – წერს ის Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

საგარეო უწყება – ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობასა და სოხუმის აეროპორტის ამოქმედებაზე, ასევე დაგმო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება

გია ვოლსკი – თუ აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია, ბექა ოდიშარია და ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც ქუჩიდან და ტრიბუნიდან ვისმენთ – აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც „საერთაშორისო გაუმჭვირვალე გამჭვირვალობა ჩაერთო